გლუკომეტრები
ტესტ-ფურცელი
უნემსო შპრიცი
ელექტროკარდიოგრამის აპარატი
ლანცეტი&ავტომატური საჩხვლეტი
ინსულინის შპრიცი&შპრიც-კალამი
ფონენდოსკოპი
ქოლესტერინის და გლუკოზის საზომი
სიახლეების არქივი
დიეტა და ქოლესტერინი

 

დიეტა და ქოლესტერინი

 

ჭარბი ქოლესტერინისგან თავის დასაცავად საჭიროა დიეტა, მაგრამ მხოლოდ დიეტა არ არის საკმარისი. ქოლესტერინის მომატების დროს, სიცოცხლისათვის საშიში გართულებებისგანვითარების რისკი 16 ჯერ იზრდება. თუ თქვენ გაქვთ:

 

შაქრიანი დიაბეტი

მაღალი წნევა

სხეულის ჭარბი წონა

 

რადგან ზედმეტი ქოლესტერინი ზედმეტ პრობლემებს გვიქმნის

 

აუცილებელია:

1.    ისეირნოთ სუფთა ჰაერზე ყოველდღე, მინიმუმ გავიაროთ 3 კილომეტრი. მოძრაობა სიცოცხლეა.ამ დროს იწვის ქოლესტერინი და ნაკლები შანსია, რომ სისხლძარღვებზე დაილექოს. ვარჯიშის დროს, ან რაიმეს გაკეთების დროს არ უნდა წავუყრუოთ ტკივილებს გულის არეში, მარცხენა ხელში გადაცემულ ტკივილს. იმწამსვე მივაკითხოთ ექიმს.

2.    უარი ვთქვათ ,,ფასტ-ფუდზე“. სწრაფი მომზადების მრავალი პროდუქტი – პოპ-კორნი, ფუნთუშა,ჩიპსები, – შეიცავენ ტრანს-ცხიმებს. უარი თქვით ამ პროდუქტებზე და ამით თქვენს სისხლში 2-ჯერ შემცირდება ქოლესტერინის დონე.

3.    სიგარეტის მოწევაზე უარის თქმის გარეშე აზრი არ აქვს დიეტას და ჭარბ ქოლესტერინთან ბრძოლას. ყოველი სიგარეტის მოწევის შემდეგ დიდდება სისხლის წნევა, და იზრდება ქოლესტერინის რაოდენობა. მოწევა ზრდის პერიფერიული სისხლძარღვების ატეროსკლეროტული დაავადებების რისკს. განსაკუთრებით ხშირად მწეველები იტანჯებიან ფეხის არტერიების შევიწროებით. სისხლის რეგულაციის დარღვევის გამო წარმოიქმნება სისხლძარღვების მყარი სპაზმი. მათი კედლები იკუმშება და სისხლის გადაადგილებაძნელდება. ამ დაავადებას ჰქვია “პერიოდული კოჭლობა” (перемежающейся хромотой.) ეს იმაში გამოიხატება რომ სიარულის დროს მოულოდნელად იწყება ტკივილი ფეხებში, რომელიცრამდენიმე წუთში გაივლის, მაგრამ მალე ისევ იჩენს თავს. სისხლის გადაადგილების შეფერხება ასევე ფეხის ქსოვილებზეც მოქმედებს . მათში ჟანგბადის უკმარისობის გამო ნელ-ნელა ვითარდება განგრენა. ხალხის დიდმა რაოდენობამ მოწევის გამო ფეხები დაკარგა. უბრალოდ ცხოვრების წესი უნდა შეიცვალო. როცა ქვემო კიდურებშია პრობლემა, პაციენტებს ოდნავი მოძრაობის დროსაც ჩხვლეტს რაღაც, კუნთები ეღლება. ეს არტერიების შევიწროების გამოა.

4.    მოერიდეთ ალკოჰოლის ჭარბ მიღებას. მაგრამ ალკოჰოლის მცირე და ზომიერი დოზები ხელსუწყობს სისხლში დადებითი ქოლესტერინის ოდენობის მატებას, რაც აუმჯობესებს გულის კუნთისმუშაობას და სტენოკარდიული შეტევების განვითარების ალბათობას 20%-ით ამცირებს.ზომიერი ოდენობა გულისხმობს კვირაში ერთ კათხა ლუდს, 1-2 ჭიქა წითელ ღვინოს ან სირჩა არაყს. (ჰტტპ://მკურნალი.ამბები.გე/ინდეხ.პჰპ?ოპტიონ=ცომ_ცონტენტ&ტასკ=ვიეწ&იდ=1141&Iტემიდ=104)

5.    შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში აკონტროლეთ სისხლში შაქრის დონე. პერიოდულადაკონტროლეთ სისხლში ქოლესტეროლის შემცველობა.

 

თუ აღმოგაჩნდათ ქოლესტერინის მაღალი დონე ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას, მიმართეთ ექიმსდა ზედმიწევნით შეასრულეთ მისი მითითებები

 

1. აკონტროლეთ თქვენი სხეულის წონა

გახსოვდეთ!

იდეალური წონა თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია სხეულის მასისი ინდექსი( სმი) = წონა(კგ)/სიმაღლე (მ2)

ნორმალური სმი = 20-25 კგ/მ2

თუ თქვენი სმი > 25 - იყავით ყურადღებით - თქვენ ჭარბი წონა გაქვთ

თუ თქვენი სმი > 30 - ეს საშიშია - თქვენ გაცხიმოვნება გაქვთ

მაგალითად, თუ თქვენი წონაა 80 კგ, ხოლო სიმაღლე 168 სმ (2,82 მ2), 

თქვენი სმი = 80/2.82=28 - თქვენი სმი აღემატება ნორმის მაჩვენებელს

 

2. ხშირად აკონტროლეთ თქვენი წნევა

ნორმაში იგი 140/90 მმ.ვწყ.სვ. -ზე ნაკლები უნდა იყოს. 

წნევის მომატების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

3. აუცილებლად გაზომეთ სისხლში შაქრის შემცველობა 

იგი 6,2 მმოლ/ლ (120მგ/დლ). სისხლში შაქრის დონის მომატება აუცილებლად მოითხოვს ექიმის

ჩარევას. შაქრიანი დიაბეტი ქოლესტერინის კონტროლის პირდაპირი ჩვენებაა.

4. გაიკონტროლეთ სისხლში ქოლესტერინის დონე

ქოლესტერინის დონე სასურველია 150 მგ`დლ(3.9 მმოლ`ლ)-ზე ქვემოთ შევინარჩუნოთ. 200

მგ`დლ (5.2 მმოლ`ლ) უკვე საშიში ზონაა, შემდგომი მატება – მით უფრო. სტატისტიკოსებმა

გამოთვალეს, რომ მისი დონის ყოველი 50 მგ`დლ (1.3 მმოლ`ლ)-ით გაზრდისას ინფარქტის

საფრთხე ორჯერ იმატებს.

 

გახსოვდეთ !

სისხლში ქოლესტერინის დონის ადექვატური კონტროლი ეს არის ცხოვრება ინსულტის, ინფარქტისდა შაქრიანი დიაბეტის სხვა გართულებების გარეშე

 

ისწავლეთ სწორი კვება და რაციონის შერჩევა ქოლესტერინის დონის შესამცირებლად, დაიცავითდიეტა.

 

გასაკვირია, მაგრამ სასარგებლო ქოლესტერინს შეუძლია გაანეიტრალოს მავნე ქოლესტერინი. თუმიირთმევთ სოფლად, ოჯახში ნატურალური საკვებით გაზრდილ ქათამს, ზღვის პროდუქტებს,უცხიმო თევზს, ბადრიჯანს, შვრიის ფაფას, ხელს შეუწყობთ ორგანიზმიდან “ცუდი” ქოლესტერინისგამოდევნას, მაგრამ ამ ბრძოლაში ლიდერია ხახვი და ნიორი, რომლებიც არა მარტო კარგად წმენდენსისხლს, ათხელებენ თრომბს.

 

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის კვებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დიეტას ადგენსექიმი ენდოკრინოლოგო დიეტოლოგთან ერთად.

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის აუცილებელია კვების ძირითადი პრინციპების დაცვა:

საკვების ხშირი (არანაკლებ 4-5ჯერ დღეში) და რეგულარული მიღება.

ყოველდღიურად დაცული უნდა იქნეს თანაბარი რაოდენობა ძირითადი საკვები ინგრედიენტებისა(ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი) და მათი ენერგეტიკული ღირებულება - კალორიულობა.

დიაბეტით დაავადებულთა კვების რაციონი ღარიბი უნდა იყოს ნახშირწყლებით და შეიცავდესძნელად ასათვისებელ ნახშირწყლებს (წიწიბურას, ქერის, შვრიის ბურღული და პურპროდუქტები).

აუცილებლად შეიცავდეს საკმარისი ოდენობით უჯრედისს (ოხრახუში, სატაცური, ბოლოკი, ტარხუნა,წიწმატი, ქინძი, კამა და კიტრი). სხვა ხილისა და ბოსტნეულის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ.

ცხიმების დღიური ნორმის 2/3 უნდა მოდიოდეს მცენარეულ ცხიმზე.

დიაბეტით დაავადებულთათვის რეკომენდირებუ-ლია შემდეგი კვების პროდუქტები:

უხეშად დაფქვილი ხორბლისა და ჭვავის პური 100 - დან 400 გ.-მდე დღეში. წიწიბურა, გერკულესი 80გ.-ის ოდენობით. 100 გ. პურის ნაცვლად შეიძლება მიირთვათ 100 გ. მჭადი, ან ღომი, ან 200 - 300 გ.კარტოფილი.

უცხიმო ხორცი: საქონელი, ქათამი, კურდღელი, თევზი, 200 - 300 გ.-მდე დღეში, მოხარშული სახით.

უცხიმო ყველი (ცხიმიანობა 30%). 50 გ. მაწონი და რძე - 500 გ.-მდე, ხაჭო სასურველია უცხიმო, 120 - 200გ.-მდე.

კვერცხი 1-2 ცალი კვირაში 3 ჯერ. (ხანდაზმულ ასაკში არ არის სასურველი კვერცხის გულის მიღება).

ვეგეტარიანული სუფი და ბორში ზეითუნის, მზესუმზირის, ან სიმინდის ზეთზე დამზადებული.

კარაქი 10 _ 30 გ. - მდე. (მცენარეული ცხიმი უნდა შეადგენდეს ცხიმის დღიური ნორმის 2/3-ს.)

 

ხილი და ბოსტნეული

პამიდორი, კიტრი, კომბოსტო, ყაბაყი, მწვანე სალათის ფურცლები, ბადრიჯანი, მწვანე ლობიო,ბოლოკი, ოხრახუში, კამა, მჟავე ვაშლი და ქლიავი, საზამთრო - 600 - 800 გ.-მდე დღეში. სტაფილო, ხახვი,მოხარშული ჭარხალი, ნიახური, ლიმონი, ფორთოხალი, გრეიფრუტი, მარწყვი, მოცხარი, ჟოლო - 200გ.-მდე დღეში.კარტოფილი 200 - 300 გ.-მდე დღეში. ამ შემთხვევაში რაციონში უნდა შემცირდეს სხვანახშირწყლის შემცველი პროდუქტი, მაგ. პური. საორიენტაციოდ: 60 გ მოხარშული კარტოფილი = 25 გ.ჭვავის პურს, ან 20 გ. ხორბლის პურს, ან 30 გ. თეთრ პურს.

უშაქრო ჩაი და ყავა, მჟავე ხილის და ბოსტნეულის წვენი (განსაკუთრებით პამიდვრის), ასკილისნაყენი, მინერალური წყლები.

 http://mkurnali.ambebi.ge/index.php

 


გლუკომეტრი სახლში მიტანით
თარიღი:                                     ინვოისი #   მომწოდებელი                       ...
თამაშები ბავშვებისათვის
1.საშიში ბუშტი ანუ ბუშტობრძოლა   2. ბრძოლა...
ორგანიზაციები სადაც შეიძლება შეიძინოთ ჩვენი საქონელი
    მთავარი ოფისი: თბილისი, მ.ლებანიძის 4(ყოფილი ბორჯომის ქ.). ფირმა "კონტრასტი". ტელ.2 354405 გერმანიის საელჩოს პირდაპირ, პატარა ქუჩა ადის დეზერტირების...
სამედიცინო ტექნიკა
სიახლე! სიახლე! სიახლე! უარი უთხარით მიოკარდიუმის ინფაქრტსა და ათეროსკლეროზს. ქოლესტერინის და გლუკოზის საზომი აპარატი ძალიან დაბალ ფასად -- 49...
დღის იუმორი
    თავისუფლება ევაჭრება...
პოლიტიკა
საქართველოს დაპყრობის ბოლო ნაბიჯი: მოსკოვი ირანის...
თქვენს სხეულს სჭირდება წყალი
ქრონიკული წყლის დეფიციტი ადამიანის ორგანიზმში იწვევს მრავალი დაავადებებს და ავადმყოფობებს.  უნდა გვესმოდეს, როდესაც შენი სხეული საჭიროებს...
arkray
იაპონური კომპანია “არკრაი” მე-5-ე კომპანიაა მსოფლიოში სისხლში გლუკოზის მონიტორინგისთვის საჭირო პროდუქციის მწარმოებელ უდიდეს კომპანიებს...
Bioptik Technology Inc
Bioptik Technology Inc -დაარსდა 1999 წელს და ამჟამად მისი შტაბბინა ქალაქ ჩუნანშია, მაიოლის რაიონში. კომპანია შედგება 3 კვლევით დეპარტამენტის და 3 საწარმოო...
XE ვალუტის უნივერსალური კონვერტორი
...
დიაბეტი და გულის დაავადებები
  რა კავშირი აქვს დიაბეტს გულის დაავადებებთან? დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს გულის იშემიური  დაავადების საშიშროება ემუქრებათ, რადგან...
დიაბეტი და ჭარბი წონა
დიაბეტი და ჭარბი წონა   მინიმალური ლაბორატორიული გამოკვლევებით: 1) არტერიული წნევის მომატება (სისტოლური >130მმ ვწყ.სვ, დიასტოლური > 85მმ ვწყ.სვ.); 2)...
საინტერესო მოთხრობები. თარგმანი
როალდ დალი   დაბადება და კატასტროფა   (ნამდვილი ამბავი)     – ყველაფერი კარგადაა, – ამბობდა ექიმი. – იწექით მშვიდად და დაისვენეთ. მისი...
თანამგზავრი. თარგმანი
როალდ დალი   თ ა ნ ა მ გ ზ ა ვ რ ი   ახალი მანქანა მყავდა. გადასარევი რამე იყო. დიდი BMჭ 3,3 Lი, რაც 3,3 ლიტრს ნიშნავს. გრძელი ძარა, საწვავის შეფრქვევის...